გლობალური მასშტაბის სათამაშოების მწარმოებელმა ბრენდმა Mattel-მა გადაწყვიტა საკულტო თოჯინა კენისთვის ვარსკვლავური მეგობრებიც აწარმოოს და პირველ “კენბადასადორად” NBA-ის 4 გზის ჩემპიონი ლებრონ ჯეიმსი შეარჩია.
სათამაშო კენის პირველი ვერსიის გამოშვებიდან 65 წელი გავიდა, სწორედ ამიტომ კომპანიამ გადაწყვიტა ლეგენდარულ თოჯინას პატივი ამ გზით მიაგოს.
კენის პირველი ფიგურა 1961 წელს გამოვიდა და ის ორი წლით უმცროსია მის პარტნიორ გოგონა ბარბიზე. მაშინ როცა ბარბის დაბადების დღეებზე Mattel-ი სხვადასხვა ღონისძიებებს აწყობდა კენი ყოველთვის ყურადღების ჩრდილში რჩებოდა. 2023 წელს გამოსულმა “ბარბი”-ს ფილმმა კი კენი კვლავ ყურადღების ცენტრში მოაქცია, რის გამოც Mattel-მა მიიჩნია, რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმა მოგებიანი იქნებოდა.
რაც შეეხება ლებრონის თოჯინას ის 14 აპრილიდან გაიყიდება და მისი ღირებულება 75 დოლარი იქნება. ფიგურა ხელმისაწვდომი იქნება Amazon-ის, Target-ის, Walmart-ისა და თავად Mattel-ის ოფიციალურ მაღაზიებში.
ცნობისთვის, კალათბურთელი თავად იყო ჩართული დიზაინის, ჩაცმულობისა და აქსესუარების შერჩევაში, რის შედეგადაც თოჯინას Nike-ის ფეხსაცმელები, საკუთარი წარმოების სამაჯური და ლურჯი ლოს ანჯელესის ქურთუკი მოარგო. ჯეიმსის თოჯინა კენის ფიგურაზე 3 სანტიმეტრით მაღალი იქნება, რის გამოც მას სპეციალურ შეფუთვაში ვიხილავთ.
სამომავლო “კენბასადორებისთვის” Mattel-ი გეგმავს არამხოლოდ სუპერვარსკვლავის, არამედ საზოგადოებასა და კულტურაზე ზემოქმედი ადამიანის შერჩევას, რომლის ცხოვრების სტილიც მისაბაძი იქნება ფართო წრეებისთვის. მატელის თვალთახედვაში არიან ადამიანები, რომლებიც ხელს უწყობენ უკეთესი სამყაროს შექმნას ყველასთვის და მასებს უსაზღვრო შესაძლებლობების არსებობით შთააგონებენ.