McDonald’s-ის დიდი სამეული Minecraft სამყაროშია

McDonald’s-ის დიდი სამეული Minecraft სამყაროშია

McDonald’s-ი, როგორც თანამედროვე ბრენდი, რომელიც მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობს განსაკუთრებულ სიახლეებს, უკვე 25 წელია ახერხებს, ქართული საზოგადოების ნდობა და სიყვარული მოიპოვოს. ახალგაზრდების სიახლეებით განებივრება McDonald’s-ისთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია, რისთვისაც ბრენდი მუდმივად ზრუნავს, რომ ჰეფი მილის წითელი ყუთი ამაღელვებელი სიურპრიზებითა და მაგიურობით იყოს სავსე.

ჰეფი მილის სათამაშოების ახალ კოლექციაში ვიხილავთ კოლაბორაციას ახალი თაობის საყვარელი და ლეგენდარული ვიდეო თამაშის, Minecraft-ის ახლად გამოსულ ფილმთან – „მაინკრაფტი კინოში“. ჰეფი მილის განსაკუთრებულობა იმაშია, რომ იგი მრავალი წლის მანძილზე, ბავშვებისთვის მსოფლიო კულტურული სიახლეების შემეცნების საშუალებად იქცა, რომელშიც ყოველთვის ელოდები რაღაც ახალს. ის ყოველთვის ეხმიანება ბავშვებისთვის აქტუალურ თემებს – ხშირად სათამაშოები ანიმაციის, კომპიუტერული თამაშებისა თუ კომიქსების გმირები არიან. დღეს ჰეფი მილში ილუსტრაციებითა და ბავშვებისთვის ადვილად დასამახსოვრებელი მესიჯებით შექმნილი წიგნებიცაა ხელმისაწვდომი, რაც კითხვის სიყვარულის გაღრმავებას უწყობს ხელს.

კინოთეატრებში „მაინკრაფტი კინოში“-ს პრემიერის პარალელურად, McDonald’s-ის ჰეფი მილში 12 საკოლექციო სათამაშოს იხილავთ, რომლებითაც ბავშვებს, ვიდეო თამაშის მსგავსად, თავიანთი მდიდარი ფანტაზიით რამე ეპიკურის აშენება შეეძლებათ. თითოეული ჰეფი მილი მოიცავს სკანირებად კოდსაც, რომლითაც ბავშვებს წვდომა ექნებათ ჩაერთონ ექსკლუზიურ ციფრულ თამაშში www.happymeal.com-ზე, სადაც შეეძლებათ შეასრულონ თავიანთი მისია Minecraft-ის სამყაროში. ხელმისაწვდომი იქნება Minecraft-ის წიგნიც, რომელიც პატარებს თამაშის სამყაროში ამოგზაურებს.

ახალი კოლაბორაცია სხვადასხვა თაობას აერთიანებს, განსაკუთრებით მილენიალებს, Gen Z-ისა და Gen Alpha-ს, რადგან ვიდეო თამაში Minecraft-ი თავისი სტატუსით სამივე თაობისთვის ლეგენდარულია. მილენიალებისთვის McDonald’s-ი ასოცირდება ბავშვობის მოგონებებთან, Gen Z თაობისთვის კი ნოსტალგიასთან და პოპულარულ კულტურულ ტენდენციებთან. სწორედ ამ განსხვავებული დამოკიდებულებების გათვალისწინებით McDonald’s-ი გვთავაზობს ორ სხვადასხვა მიმართულებას – ჰეფი მილში ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ აღმოაჩინონ სათამაშოები, ხოლო მილენიალებისთვისა და Gen Z-სთვის ცალკე შეიქმნა “მაინკრაფტ მილი”, რომელიც მოიცავს მენიუს: ბიგ მაკის, მაკქრისპის, როაიალ ჩიზბურგერისა და სამმაგი ჩიზბურგერის არჩევანით, საშუალო ზომის კარტოფილი ფრითა და სასმელით, 4ც. ჩიქენ მაკნაგეტსითა და განსაკუთრებული სიახლით – ნეზერის ცეცხლოვანი ლავა სოუსით – “The Nether Flame Sauce”, რომელიც შთაგონებულია Minecraft-ის “The Nether” სამყაროთი. ეს სოუსი ხელმისაწვდომია როგორც “მაინკრაფტ მილში”, ასევე ცალკე შესაძენად და დასაგემოვნებლად.

“მაინკრაფტ მილის” განსაკუთრებულობა ასევე გამოიხატება ექვს უნიკალურ საკოლექციო ფიგურაში, რომელიც McDonald’s-ის საყვარელ პერსონაჟებსა და მენიუს ელემენტებს ასახავს Minecraft-ის ბლოკურ სტილში. ესენია:​

  • ბიგ მაკ კრისტალი: სპეციალური სოუსის ეს ზღვიდან მოპოვებული ძვირფასი ბლოკი ბრწყინვალებას იღებს მდნარი ყველისა და ტოსტისებრი სეზამის პურისგან.​
  • ბირდი: მაკდონალდსის პერსონაჟი, რომელიც მაინკრაფტის სამყაროს ცაში იშვიათი ელაიტრას ფრთებით დაფრინავს.
  • ფრაი ჰელმეტი: ცნობილი კარტოფილის ყუთისგან შექმნილი ეს ჩაფხუტი ლეგენდის მიხედვით თქვენს ბოლო ფრის თქვენსავე მეგობრებისგან იცავს.​
  • გრიმას კვერცხი: მაკდონალდსის ცნობილი იასამნისფერი შეიკის სიღრმიდან ამოსული გრიმასის ეს მაგიური ფიგურა ფორმას მაინკრაფტის ყველაზე სასურველი კვერცხისგან იღებს.​
  • სოდა ელექსირი: აღნიშნული ელექსირი საიდუმლო რეცეპტით მზადდება, რომელიც შემთხვევით გაერთიანებულ ფიზიკურ არომატებს შეიცავს და ენერგიის მოზღვავებას განიჭებს.​
  • ჰამბურგლარი: მაკდონალდსის ეს მოპარული ბურგერების მოყვარული პერსონაჟი ღამის საათებში ჩნდება და ყველა ბიომში მოსაპარ ჰამბურგერებს დაეძებს.​

თითოეულ საკოლექციო ფიგურას თან ახლავს შესაბამისი ბარათი და კოდი, რომლის სკანირებითაც შესაძლებელია Minecraft Marketplace-ში ექსკლუზიური სკინი გახსნა. გარდა ამისა, “მაინკრაფტ მილის” მაკდონალდსის აპლიკაციით შეძენისას მომხმარებლები მიიღებენ ერთჯერად კოდს, რომელიც საშუალებას მისცემთ Minecraft-ში მაკდონალდსის დამატებითი პაკეტი გახსნან, რომელიც კიდევ სხვა პერსონაჟებს, შენობებსა და ინსტრუმენტებს მოიცავს.​ ეს კოლაბორაცია მშობლებსა და ბავშვებს საშუალებას აძლევს ერთად შეაგროვონ უნიკალური ფიგურები, გაიზიარონ ძველი მოგონებები და შექმნან ახალი გამოცდილებები. McDonald’s-ის და Minecraft-ის ეს კოლაბორაცია აერთიანებს თაობებს და ქმნის უნიკალურ, გასართობ და საგანმანათლებლო გამოცდილებას ყველა ასაკის მომხმარებლისთვის, არამხოლოდ წიგნისა და შესაგროვებელი ფიზიკური სათამაშოს სახით, არამედ მათ საყვარელ ვიდეო თამაშში ახალი, დაუვიწყარი ციფრული გამოცდილებით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *