Meta-ს შეიძლება Instagram-ის და WhatsApp-ის გასხვისება მოუწიოს – სასამართლო დავის დეტალები

Meta-ს შეიძლება Instagram-ის და WhatsApp-ის გასხვისება მოუწიოს – სასამართლო დავის დეტალები
მიმდინარე კვირას ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Meta-ს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი სასამართლო დავა დაიწყო, რომელიც აშშ-ის კონკურენციის სააგენტოს წინააღმდეგ მიმდინარეობს.

ფედერალური სავაჭრო კომისიის (FTC) მტკიცებით, Facebook-ის მშობელი კომპანიის მიერ 2012 წელს Instagram-ის და 2014 წელს WhatsApp-ის შესყიდვამ სოციალური ქსელების ბაზარზე ფაქტობრივი მონოპოლიის წარმოქმნა გამოიწვია და ამჟამად Meta იმდენად დიდია, რომ მასთან კონკურენციის გაწევა ფიზიკურად შეუძლებელია.

თუკი სასამართლო დავაში ბრალდების მხარე გაიმარჯვებს და FTC-ის მოთხოვნები დაკმაყოფილდება, მაშინ მარკ ცუკერბერგის კომპანიას Instagram-ის და WhatsApp-ის გასხვისება მოუწევს, რაც Meta-ს ინვესტორებისთვის კოლოსალური ზიანის მომტანი იქნება.

როგორც Meta-ს იურისტები აცხადებენ, სასამართლო დავაში ტექნოლოგიური კომპანიის დამარცხების შანსი ნულის ტოლია, რადგან ყველა ზემოხსენებული ტრანზაქცია, თავის დროზე, FTC-ის ნებართვით განხორციელდა, ამიტომ შესყიდვების უკანონობაზე საუბარი აზრს მოკლებულია. რაც შეეხება მონოპოლიურ ძალაუფლებას, როგორც ცუკერბერგი ამბობს, მომხმარებლები Meta-ს პროდუქტებს იმიტომ ირჩევენ, რომ მათ თავად ასე სურთ და არც იმიტომ, რომ ბაზარზე სხვა მოთამაშეები არ არიან.

დიდი ალბათობით, დავა მხარეებს შორის მორიგებით დასრულდება და ყველაზე ცუდ შემთხვევაში, Meta-ს ფულადი ჯარიმის გადახდა დაეკისრება, რაც ბოლო პერიოდში ტრადიციულ მოვლენად იქცა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *