Moody’s-მა უმსხვილეს ამერიკულ ბანკებს რეიტინგი შეუმცირა

Moody’s-მა უმსხვილეს ამერიკულ ბანკებს რეიტინგი შეუმცირა
საერთაშორისო საკრედიტო-სარეიტინგო ორგანიზაცია Moody’s-მა უმსხვილეს ამერიკულ ბანკებს რეიტინგი შეუმცირა.

რეიტინგ დაქვეითებულ საბანკო-საფინანსო ორგანიზაციებს შორის არიან: JPMorgan Chase, Bank of America, Wells Fargo, Bank of New York Mellon და State Street – ანუ აშშ-ში დაფუძნებული ყველაზე მსხვილი და მნიშვნელოვანი სისტემური ბანკები.

Moody’s-ის განმარტებით, ზემოხსენებული ბანკების ჩამოქვეითება პირდაპირ კავშირშია სააგენტოს მიერ აშშ-ის სუვერენული რეიტინგის შემცირებასთან, რომელიც იდეალური Aaa-ის ნაცვლად Aa1-ით განისაზღვრა.

თავად აშშ-ის მთავრობის საკრედიტო რეიტინგის გაუარესებას რაც შეეხება, Moody’s-ის შეფასებით, რეკორდულად გაზრდილი $36.9 ტრილიონიანი სუვერენული ვალი ქვეყნისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს, ამიტომ მისთვის Aaa რეიტინგის შენარჩუნება ამჟამად შეუძლებელი იქნება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *