Nvidia-მ ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის სტატუსი დაიბრუნა

Nvidia-მ ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის სტატუსი დაიბრუნა
Nvidia-ს საბაზრო ღირებულებამ კიდევ ერთხელ გადაასწრო Microsoft-ისას და იანვრის შემდეგ პირველად, საჯაროდ დალისტული ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია გახდა.

AI ჩიპების მწარმოებელი კომპანიის აქციები 3%-ით, $141.4-მდე გაძვირდა, აქციების ზრდამ კი 24% შეადგინა, რაც ადასტურებს, რომ ტარიფებთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, კომპანია ზრდას აგრძელებს.

ამჟამად კომპანიის საბაზრო ღირებულება $3.45 ტრილიონია, Microsoft-ის კი – $3.44 ტრილიონი.

გასული წლის ივლისის შემდეგ ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების პოზიციისთვის ერთმანეთს Nvidia, Microsoft და Apple აქტიურად ერკინებიან. Nvidia-მ ბოლოს ეს სტატუსი 2025 წლის 24 იანვარს მიიღო.

ამასთან, Nvidia ჩიპების მწარმოებელი ერთადერთი კომპანია არ აღმოჩნდა, რომელმაც სექტორს ბირჟაზე მნიშვნელოვანი ბუსტი მისცა – 3%-ით გაიზარდა Broadcom-ის აქციები, 4%-ით – Micron Technology-ის, ხოლო VanEck Semiconductor ETF-ის – 2%-ით.

გასულ კვირას Nvidia-მ აქციაზე კორექტირებული შემოსავალი 96 ცენტით დააკორექტირა, პირველი ფისკალური კვარტალის გაყიდვებმა კი $44.06 მილიარდი დოლარი შეადგინა – რაც წლიურად 69%-იანი ზრდაა. კომპანიის ზრდას ხელს ხელოვნური ინტელექტის ჩიპების წარმოება უწყობს, რომლებსაც OpenAI-ი და მსგავსი კომპანიები ისეთი მოთხოვნადი ტექნოლოგიების განვითარებისთვის იყენებენ, როგორიც ChatGPT-ია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *