
ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა – ისრაელის თავდაცვა
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალები საზოგადოებას მოუწოდებენ რაკეტების დარტყმის ლოკაციები და ფოტოები არ გაავრცელონ, ვინაიდან „მტერი თვალს ადევნებს კადრებს საკუთარი შეტევითი შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად“. „მთელი ისრაელი ცეცხლის ქვეშაა, მას შემდეგ რაც ირანმა რაკეტები გაუშვა… ირანული თავდასხმა გრძელდება. ისრაელის მიმართულებით ათობით დამატებითი რაკეტაა გაშვებული“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.