
იერუსალიმში აშშ-ის საელჩომ თანამშრომლებს თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდა
იერუსალიმში მდებარე აშშ-ის საელჩომ თანამშრომლებს მოუწოდა, თავშესაფარში გადავიდნენ. საელჩოს დირექტივის მიხედვით, ისინი თავშესაფარში შემდგომ შეტყობინებამდე უნდა დარჩნენ. საელჩოს თანამშრომლები თავშესაფარში ოჯახის წევრებთან ერთად განთავსდებიან.