
რა აჩვენა მაღალმთიანი დასახლებების განვითარების აუდიტმა? – მიგნებები
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მაღალმთიანი დასახლებების განვითარების და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის მიზნით მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობა შეისწავლა. ანგარიშიდან, რომელიც 2019-22 წლებს ფარავს, ირკვევა, რომ ხარვეზები არაერთი მიმართულებით გამოვლინდა. მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიული ხედვის შემუშავების პროცესი: სტრატეგია შემუშავებულია ცალკეული რეგიონის დასახლებებში არსებული მდგომარეობის და მოსახლეობის საჭიროებების საფუძვლიანი შესწავლის გარეშე. დაბალია ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობის