
წელს, საქართველოდან მოლუსკების ექსპორტი 0-ის ტოლია – Maricultura Georgia მიზეზებზე
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, წელს, მოლუსკების (იგივე მიდიები) სტატისტიკა ნულოვანია. მიზეზების გასაგებად, BM.GE Maricultura Georgia -ს დამფუძნებელს, მამუკა მიქაშავიძეს დაუკავშირდა. მისი ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში მიდიებისა და ზოგადად, ზღვის პროდუქტების მოპოვება საკანონმდებლო დონეზე არ რეგულირდება, ველურმა მოპოვებამ პროდუქტების გამრავლებას ხელი შეუშალა. მამუკა მიქაშავიძე ამბობს, რომ ამ დროისათვის მარიკულტურის მოპოვებასთან დაკავშირებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის