
ირაკლი კობახიძე: ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში
ირაკლი კობახიძის თქმით, “ოცნება” აუცილებლად მოიგებს თვითმმართველობის არჩევნებს ყველა მუნიციპალიტეტში. ის ირწმუნება, რომ დღევანდელი კვლევების თანახმად, „ქართული ოცნების“ რეიტინგი კიდევ უფრო მეტად არის გაუმჯობესებული. თუმცა, მას არ დაუსახელებია, რომელი კვლევებით. ამასთან, როგორც კობახიძე ამბობს, მათ აქვთ ამბიცია, რომ იმაზე მაღალი შედეგი მიიღონ მომავალ არჩევნებში, ვიდრე გასული წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს. „დღევანდელი კვლევები ამაზე მიუთითებს.