
როგორ მიმდინარეობს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი – ეკონომიკის სამინისტრო ინფორმაციას ა
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიმდინარეობა განიხილეს მწვანე ენერგიის მრჩეველთა საბჭოს მე-3 მინისტერიალის სხდომაზე, რომელშიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ მიიღო მონაწილეობა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტერიალის სხდომაზე გამოსვლისას, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა რომ, შავი ზღვის კაბელის პროექტი შეტანილია ევროპის ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორების ქსელის (ENTSO-E) 2026 წლის ათწლიან განვითარების გეგმების პროექტების სიაში.