Pegasus-ის ყველა მგზავრს სამოგზაურო ინტერნეტი Roamingo-სგან

Pegasus-ის ყველა მგზავრს სამოგზაურო ინტერნეტი Roamingo-სგან

ტუროპერატორ კომპანია Gasa-ში შეძენილ Pegasus-ის ავიაბილეთებს Roamingo-ს სამოგზაურო ინტერნეტი მოჰყვება

Roamingo-მ, სამოგზაურო ინტერნეტის მობილურმა აპლიკაციამ, Pegasus-თან, რომლის გენერალური სავაჭრო აგენტი საქართველოში არის ტუროპერატორი კომპანია Gasa, თანამშრომლობა დაიწყო მომხმარებლებისთვის საუკეთესო სამოგზაურო გამოცდილების შექმნის მიზნით.

Roamingo თავის მომხმარებლებს, ტრადიციულად, გამორჩეულ სამოგზაურო შესაძლებლობებს სთავაზობს. აღნიშნული თანამშრომლობა კი ხელს შეუწყობს Pegasus-ის მგზავრებს უწყვეტი კავშირი ჰქონდეთ ინტერნეტთან, რათა მათი მოგზაურობა უფრო მარტივი, სწრაფი და კომფორტული გახდეს.

პარტნიორობის ფარგლებში, სერვისით სარგებლობა შესაძლებელია Roamingo-ს მობილურ აპლიკაციაში ინტერნეტის მარტივი აქტივაციით Pegasus-ის იმ მგზავრებისთვის, რომლებიც კომპანია Gasa-ში ან Gasa-ს პარტნიორ ტურისტულ სააგენტოებში შეიძენენ ბილეთებს.

“Pegasus-თან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია Roamingo-სთვის და სასიამოვნო სიახლე Pegasus-ის მგზავრებისთვის. ჩვენი პარტნიორობით, Roamingo-ს სწრაფი ინტერნეტპაკეტები Pegasus-ის მგზავრებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ხდება. მყისიერი საჩუქრის აქტივაციით, ჩვენ უზრუნველვყოფთ მოგზაურებისთვის საუკეთესო გამოცდილებას, უწყვეტ ინტერნეტკავშირს და მუდმივ მხარდაჭერას მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანაში. გვჯერა, რომ ეს თანამშრომლობა წარმატებული იქნება და მომავალში კიდევ ბევრ ინოვაციურ პროექტს განვახორციელებთ Pegasus-თან ერთად,” – განაცხადა ლევან კილაძემ, კომპანია ლემონდუს დამფუძნებელმა და Roamingo-ს მმართველმა პარტნიორმა.

Roamingo-ს და Pegasus-ის თანამშრომლობა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ინიციატივაა, რომელიც საქართველოდან ევროპის მიმართულებით მოგზაურებს ტექნოლოგიური კომფორტის, სწრაფი ინტერნეტის და შეუფერხებელი კავშირის უზრუნველყოფას სთავაზობს. ამ თანამშრომლობით, ორივე კომპანია მოგზაურობას კიდევ უფრო კომფორტულს და სასიამოვნოს აქცევს.

Roamingo-ს შესახებ

Roamingo უცხოეთში მიმავალ მოგზაურებს მობილურ ინტერნეტს eSIM ტექნოლოგიის საშუალებით სთავაზობს. ტრადიციული როუმინგისგან განსხვავებით, Roamingo-ს აპლიკაცია არ საჭიროებს ფიზიკურ SIM-ბარათს და მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეარჩიოს ქვეყანა და შეიძინოს გიგაბაიტები ბევრად დაბალ ფასად, სასურველი ვადით. აპლიკაციაში ხელმისაწვდომია 190-ზე მეტი ქვეყნის ინტერნეტ პაკეტი. კომპანიის მიზანია, სწრაფი და მარტივი eSIM ინტერნეტის აპლიკაციით სარგებლობა სასიამოვნო და კომფორტულ პროცესთან იყოს დაკავშირებული ყველა მომხმარებლისთვის.

Pegasus-ის შესახებ

Pegasus არის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია საქართველოში, რომელიც მგზავრებს სთავაზობს კომფორტულ ფრენებს და მარშრუტების არჩევანს კონკურენტულ ფასებში. კომპანიას აქვს ფართო ქსელი, რომელიც მოიცავს ფრენებს საქართველოდან თურქეთის გავლით ევროპის ქვეყნებში. მათ მთავარ პრიორიტეტად განიხილება მგზავრების კომფორტი და მისაღები ფასები. Pegasus-ის ავიახაზების წარმომადგენელი საქართველოში არის ტუროპერატორი კომპანია Gasa.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *