ტესტირებას კომპანია სამ ნაწილად ახორციელებს. პირველ ეტაპზე ელექტრომობილების ბატარეები “შავ მასად” ქუცმაცდება, რომელიც პლასტმასას, ნიკელს, კობალტს, მანგანუმსა და ლითიუმს აერთიანებს. Porsche-ს ცნობით, კომპანიამ უკვე აწარმოვა 65 ტონა “შავი მასა”.
მეორე ეტაპზე “შავ მასას” ძვირად ღირებული ელემენტები ეხლება და ხარისხის მიხედვით ხარისხდება. ბოლოს კი, Porsche რეციკლირებული მასალების გონივრულ რაოდენობას ტესტავს, თუ რამდენად მოერგება ახალი კომპონენტი რეალურ ავტომობილებს.
მიუხედავად იმისა, რომ გეგმა მარტივად ჟღერს, ელექტრომობილის ბატარეებში შემავალი ელემენტების დაშლა გაცილებით უფრო რთული და ძვირია, ვიდრე მათი თავიდან წარმოება. სწორედ ამიტომ, Porsche-მ ჯერ კიდევ არ იცის, რა შედეგს გამოიღებს მათი კვლევის მესამე ეტაპი.
Porsche იმედოვნებს, რომ ცირკულარული ეკონომიკის პირობებში, მაღალი ძაბვის ბატარეებისგან მიღებული ძვირად ღირებული ელემენტები საკმარისად კარგი ხარისხისაა იმისთვის, რომ კომპანიამ ისინი წარმოებაში ჩააბრუნოს. აღნიშნული გეგმა ავტომწარმოებელს დაეხმარება, შეამციროს იმ მასალების შესყიდვა, რომელსაც Porsche, კომპანიის მმართველი საბჭოს წევრის თქმით, გეოპოლიტიკურად არასტაბილური ბაზრებიდან მოიპოვებს.
Porsche-ს მიერ ელექტრომობილების ბატარეების გადამუშავების ტექნოლოგიის დახვეწა ელექტრომობილებს ცირკულარული ეკონომიკის ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ.