Price Per Kilometer – „თეგეტა ბიზნესის“ ფარგლებში კომპანიებს ახალ, ინოვაციურ მიდგომას ვთავაზობთ“ – ეკატერინ

Price Per Kilometer – „თეგეტა ბიზნესის“ ფარგლებში კომპანიებს ახალ, ინოვაციურ მიდგომას ვთავაზობთ“ – ეკატერინ

„თეგეტა ჰოლდინგი“ ახალი მიმართულების „თეგეტა ბიზნესის“ ფარგლებში კომპანიებს ახალ პროექტს – Price Per Kilometer-ს სთავაზობს. ამის შესახებ „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა, ეკატერინე ქავთარაძემ გადაცემა „ბიზნესის კვირეულში“ ისაუბრა.

ახალი კონცეფცია ბიზნესებისთვის შეიქმნა და მიზნად ისახავს ხარჯების ეფექტიანობის გაზომვას. მათ დაეხმარება, სწორად განსაზღვრონ საბურავის რეალური ღირებულება, მისი საწყისი შესასყიდი ფასის მიღმა. პროექტი უკვე საპილოტო რეჟიმში ფუნქციონირებს, რომელშიც „თეგეტა ჰოლდინგის“ პარტნიორი კომპანიებიც მონაწილეობენ.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „ჩვენ ახლახან შევქმენით ახალი მიმართულება – „თეგეტა ბიზნესი“, რომელიც საგანგებოდ ბიზნესმომხმარებლებზეა ორიენტირებული და მიზნად ისახავს კორპორაციული მომხმარებლებისთვის სერვისის კიდევ უფრო მეტად განვითარებას. სწორედ „თეგეტა ბიზნესის“ ფარგლებში ვგეგმავთ, შევთავაზოთ პარტნიორებს ახალი პროექტი – PPK (Price Per Kilometer), რომელიც დასავლეთის ქვეყნებში წლებია, გამოიყენება.

პროექტის ფარგლებში ჩვენ პარტნიორებს ვაძლევთ შესაძლებლობას, „თეგეტას“ 30-წლიანი ექსპერტიზის დახმარებით, განახორციელონ ავტოპარკის პერიოდული მონიტორინგი. შუალედურ შედეგებზე დაყრდნობით კი ვეხმარებით გადაწყვეტილებების მიღებაში, გავცემთ რეკომენდაციებს, რაც, საბოლოო ჯამში, საბურავებზე/საწვავზე ავტოპარკის ხარჯების ეკონომიას განაპირობებს. მაგალითად, კომპანია მძიმე ტექნიკისთვის ყიდულობს 500-ლარიან საბურავს,რომელიც, საშუალოდ, 7-8 ათასს კმ-ს გაატარებს და ფიქრობს, რომ ხარჯთეფექტური გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა შესაძლოა, 650-ლარიანი საბურავით ორჯერ მეტი მანძილის გავლა მოახერხოს. შედეგი დამოკიდებულია ბევრ გარემოებაზე. სწორედ ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება ბიზნესებს ჩვენი პროფესიონალთა გუნდი. ისინი მზად არიან, ნებისმიერ დღეს შევიდნენ ორგანიზაციებში და ჩაერთონ ხარჯთეფექტიანობისთვის მუშაობაში“.

ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი „თეგეტა ჰოლდინგის“ გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანიც მეწარმეების ხელშეწყობა და ამით ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაა. „თეგეტა“ სერვისებისა და პროდუქტების მიმართულებით შეთავაზებებს უწყვეტად გააფართოებს.

„თეგეტა ბიზნესის“ პირველი ახალი პროდუქტი განკუთვნილია მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის, რომლებიც ფლობენ ან მართავენ მსუბუქ, სატვირთო, სამშენებლო თუ სპეციალური დანიშნულების ტექნიკას და სურთ ოპერაციული ხარჯების შემცირება, სერვისის დიგიტალიზაცია და ავტოპარკის ეფექტიანი მართვა.

მოქნილი და სწრაფი თანამშრომლობისათვის შეიქმნა საკომუნიკაციო არხები (https://tegetabusiness.ge/; Te************@**********rs.ge; 226 44 44), სადაც ბიზნესის წარმომადგენლებს შეუძლიათ, დარეგისტრირდნენ ან დაუკავშირდნენ სპეციალურად ამ მიმართულებაში შექმნილ საკონტაქტო ჯგუფს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *