PSG-ის ფანების ზეიმი საფრანგეთში არეულობაში გადაიზარდა – დაიღუპა ორი ადამიანი

PSG-ის ფანების ზეიმი საფრანგეთში არეულობაში გადაიზარდა – დაიღუპა ორი ადამიანი
ორი ადამიანი დაიღუპა და ასობით დააკავეს საფრანგეთში გასული ღამის განმავლობაში, როცა ფეხბურთის გულშემატკივრები ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ შთამბეჭდავ გამარჯვებას ზეიმობდნენ — ინფორმაციას საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით სამართალდამცველებმა ვანდალიზმისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით სულ მცირე 559 ადამიანი დააკავეს.

პარიზის ცენტრში, შანზ-ელიზეზე მდებარე სპორტული მაღაზია Foot Locker არეულობის ერთ-ერთ კერად იქცა. პოლიციამ გულშემატკივრების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

არეულობა სხვა ქალაქებშიც დაფიქსირდა. გრენობლში მანქანა ხალხში შევარდა. შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა. მძღოლმა ინციდენტის შემდეგ თავად ჩაბარდა პოლიციას.

რაც შეეხება ფატალურად დასრულებულ შემთხვევებს, ერთ შემთხვევაში პარიზში სკუტერით გადაადგილდებოდა 15 წლის მზარდი, რომელიც მანქანას თავად შეეჯახა. ხოლო მეორე შემთხვევაში პროკურატურის განცხადებით, სამხრეთ-დასავლეთ ქალაქ დაქსში 17 წლის მოზარდი პსჟ-ის გამარჯვების აღსანიშნავ შეკრებაზე დანით მძიმედ დაჭრეს და ადგილზე გარდაიცვალა.

ცნობისთვის, PSG დღეს გამარჯვების აღსანიშნავ ზეიმს შანზ-ელიზეზე გამართავს – წინასწარი მოლოდინით, ათიათასობით გულშემატკივარი შეიკრიბება, რათა გამარჯვებული ფეხბურთელები იხილოს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *