Reuters: EU მოსახლეობას მოუწოდებს, საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, მინიმუმ 3 დღისთვის საკმარისი მარა

Reuters: EU მოსახლეობას მოუწოდებს, საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, მინიმუმ 3 დღისთვის საკმარისი მარა

ევროპამ უნდა გააძლიეროს კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღჭურვილობის მარაგი და მოუწოდებს საზოგადოებას საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში მინიმუმ 72 საათისთვის საკმარისი მარაგი იქონიონ. ამის შესახებ Reuters წერს. ევროკომისიამ ევროკავშირის მზადყოფნის ახალ სტრატეგიაში განაცხადა, რომ ბლოკი ემზადება რისკებისთვის, როგორიცაა ბუნებრივი კატასტროფები, კიბერშეტევები და გეოპოლიტიკური კრიზისები, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის შესაძლებლობის ჩათვლით. “წყალდიდობის ზონაში მცხოვრებმა ოჯახებმა უნდა იცოდნენ, რა უნდა გააკეთონ, როდესაც წყალი მოიმატებს. ადრეული გაფრთხილების სისტემებს შეუძლიათ ხელი შეუშალონ ტყის ხანძრის შედეგად დაზარალებულ რეგიონებს ძვირფასი დროის დაკარგვაში”, — თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განცხადებაში. სტრატეგია ფოკუსირებულია ადრეული გაფრთხილების სისტემების გაუმჯობესებაზე, ისეთი აუცილებელი სერვისების უწყვეტობის უზრუნველყოფაზე, როგორიცაა ჯანდაცვა და სასმელი წყალი და ეხმარება მოქალაქეებს კრიზისებზე რეაგირებისთვის. ჰაჯა ლაბიბმა, ევროკომისარმა, რომელიც პასუხისმგებელია მზადყოფნისა და კრიზისების მენეჯმენტზე, თქვა, რომ შეშფოთება ბლოკში განსხვავებულია, მაგრამ ყველა მოქალაქემ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს იმაში, რომ მოემზადოს საგანგებო სიტუაციებისთვის. “მზად ვართ ყველაფრისთვის — ეს უნდა იყოს ჩვენი ახალი ევროპული ცხოვრების წესი”, — წერს ის X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. Today, the EU launches its new #Preparedness Strategy. “Ready for anything” — this must be our new European way of life. Our motto and #hashtag. pic.twitter.com/fA1z8ZvMDA — Hadja Lahbib (@hadjalahbib) March 26, 2025 ახალი სტრატეგიის სამოქმედო გეგმის მიხედვით, კომისია ახლა “შეიმუშავებს გაიდლაინებს მოსახლეობის თვითკმარობის მინიმუმ 72 საათის მისაღწევად.” სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოში ლაჰბიბმა ჩამოთვალა მნიშვნელოვანი ნივთები, რომლებიც უნდა ჰქონდეს ადამიანს კრიზისის დროს 72 საათის განმავლობაში. ეს ნივთებია: საკვები, წყალი, ფანარი, რადიო, ნაღდი ფულით და მედიკამენტებით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *