უკრაინის უშიშროების სამსახური (SBU) კიდევ ერთი სპეცოპერაციის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. მათი ცნობით, უკრაინამ ყირიმის ხიდს მესამედ დაარტყა, ამჯერად წყალქვეშ. უწყების ცნობით, ოპერაცია რამდენიმე თვე მზადდებოდა და მას პირადად აკონტროლებდა უკრაინის უშიშროების სამსახურის გენერალ-ლეიტენანტი ვასილ მალიუკი. “ოპერაცია რამდენიმე თვე მზადდებოდა. უშიშროების სამსახურმა ამ უკანონო ობიექტის საყრდენები დანაღმა. დღეს კი, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის გარეშე, დილის 4:44 საათზე პირველი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა! წყალქვეშა საყრდენები ძირში მნიშვნელოვნად დაზიანდა — ამას ხელი შეუწყო 1100 კგ ასაფეთქებელმა ნივთიერებამ ტროტილის ეკვივალენტში. სინამდვილეში, ხიდი საგანგებო მდგომარეობაშია. უშიშროების სამსახურის გენერალ-ლეიტენანტი ვასილ მალიუკი პირადად აკონტროლებდა ოპერაციას და კოორდინაციას უწევდა მის დაგეგმვას. “ღმერთს უყვარს სამება და უშიშროების სამსახურს ყოველთვის ბოლომდე მიჰყავს ჩაფიქრებული და არასდროს მეორდება. ადრე, ყირიმის ხიდს ორჯერ, 2022 და 2023 წლებში, დავარტყით. ამიტომ, დღეს ეს ტრადიცია წყალქვეშ გავაგრძელეთ. ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე არალეგალური რუსული ობიექტების ადგილი არ არის. ამიტომ, ყირიმის ხიდი აბსოლუტურად ლეგიტიმური სამიზნეა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მტერმა ის თავისი ჯარების მომარაგების ლოჯისტიკური არტერიის საშუალებად გამოიყენა. ყირიმი უკრაინაა და ოკუპაციის ნებისმიერ გამოვლინებას ჩვენი მკაცრი პასუხი მოჰყვება”, — განაცხადა ვასილ მალიუკმა.
SBU: უკრაინამ ყირიმის ხიდს მესამედ დაარტყა, ამჯერად წყალქვეშ
