She’s Next in Design ფიჩინგ კონკურსი გამოცხადდა

She’s Next in Design ფიჩინგ კონკურსი გამოცხადდა
Visa, ციფრული გადახდების გლობალური ლიდერი, აცხადებს კონკურსს ქალი მეწარმეებისთვის – She’s Next in Design, დიზაინ ინსტიტუტსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით. ფიჩინგ კონკურსი She’s Next Empowered by Visa ინიციატივის მეხუთე ტალღის ფარგლებში ჩატარდება.

საგრანტო კონკურსის მიზანია მხარი დაუჭიროს და გააძლიეროს ქალი მეწარმეები კრეატიულ და ციფრულ ინდუსტრიაში, დაფინანსების, მენტორობისა და სხვადასხვა შესაძლებლობის შეთავაზებით. მონაწილეობის მიღება შესაძლებელია შემდეგ სამ კატეგორიაში:

  • ციფრული კრეატიული დიზაინი (ინტერიერის და გარემოს დიზაინი

არქიტექტურული ვიზუალიზაცია, UI & UX დიზაინი, მოძრავი გრაფიკა და ანიმაცია, AR/VR გამოცდილების დიზაინი)

  • ციფრული პროდუქტები (პროგრამული უზრუნველყოფა & აპლიკაციები

გეიმინგი & ვირტუალური გამოცდილება, ციფრული მედია & კონტენტი, კოდირება & დეველოპმენტი, ციფრული პლატფორმები & SaaS)

  • ხელნაკეთი (ტანსაცმელი და ქსოვილები, სამკაულები და აქსესუარები, ხელით შექმნილი ხელოვნება და დეკორი, სახლი & საცხოვრებელი გარემო, პირადი აქსესუარები)

კონკურსის ჩატარების თითოეული ეტაპი რეგულირდება წინასწარ განსაზღვრული წესებით. დეტალური ინფორმაციის მისაღებად თითოეული დაინტერესებული პირი წინასწარ უნდა გაეცნოს კონკურსის წესებს, სადაც ქვეკატეგორიების, შესარჩევი კრიტერიუმების, ვადებისა და ფიჩინგ დღესთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი.

პირველ ეტაპზე, დამოუკიდებელი ჟიური, წესებით განსაზღვრული შესარჩევი კრიტერიუმების საფუძველზე, განიხილავს მიღებულ განაცხადებს და შეარჩევს TOP 15 ქალ მეწარმეს. ფინალისტები გაივლიან ოფლაინ ტრენინგ სესიებს ბრენდ მარკეტინგის და ფიჩინგის ტექნიკებზე.

შემდეგ ეტაპზე, გაიმართება ფიჩინგის დღე, სადაც TOP 15 მონაწილე თავის ბიზნეს კონცეფციას წარადგენს და წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, ჟიური, თითოეული კატეგორიიდან, გამოავლენს სამ გამარჯვებულს. (გაეცანით კონკურსის წესებს)

თითოეულ გამარჯვებულს, ბიზნესის განვითარების მხარდასაჭერად, გადაეცემა 10,000 ლარის ოდენობით ფულადი პრიზი.

She’s Next in Design-ის ფარგლებში, აპლიკაციების მიღება დაიწყება 24 აპრილს და დასრულდება 5 მაისს. დაინტერესებულ ქალ მეწარმეებს მონაწილეობის მისაღებად შეუძლიათ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა. კონკურსის წესების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *