Socar, მინა, ხედი… – TOP-10 კომპანია, რომლებშიც I კვარტალში FDI ჩაიდო

Socar, მინა, ხედი… – TOP-10 კომპანია, რომლებშიც I კვარტალში FDI ჩაიდო

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წლის I კვარტალში 7.7%-ით 179.4 მლნ დოლარამდე შემცირდა. აქედან 150 მლნ დოლარი რეინვესტიციაა, რაც მთლიან FDI-ში 83.6%-ს იკავებს.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, FDI-ის კლება სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის შემცირებით იყო განპირობებული. 2025 წლის I კვარტალში სააქციო კაპიტალმა 62.1 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34.6%-ია.

BM.GE-მ საქსტატიდან TOP-10 კომპანია გამოითხოვა, რომლებშიც იანვარ-აპრილში FDI-ის სახით ყველაზე მეტი თანხა ჩაიდო. მოწოდებული ინფორმაციით, უმსხვილესი ინვესტორი კომპანიებიდან 3 ენერგეტიკის სექტორში ოპერირებს, 2 – დამმუშავებელ მრეწველობაში, 1 – ინფორმაციასა და კომუნიკაციაში, 1 – უძრავ ქონებაში, ერთი ტურიზმში [სტუმარმასპინძლობაში], ერთი კი ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში. ჩამონათვალში ვხვდებით ახალ კომპანიებსაც, მაგალითისთვის “ატლას ჰოლდინგსი”, “რივერსაიდ ინვესტი”, “ხედი”.

აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი

დამამუშავებელი მრეწველობა

ნიდერლანდები

შპს მაგთიკომი

ინფორმაცია და კომუნიკაცია

აშშ

შპს თბილისი ენერჯი

ენერგეტიკა

მარშალის კუნძულები

სს ენერგო – პრო ჯორჯია

ენერგეტიკა

ჩეხეთი

სს მინა

დამმუშავებელი მრეწველობა

თურქეთი // გაერთიანებული სამეფო

შპს ატლას ჰოლდინგსი

ხელოვნება, გართობა და დასვენება

გაერთიანებული სამეფო

შპს რივერსაიდ ინვესტი

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები

ვირჯინის კუნძულები, ბრიტანეთი // ბულგარეთი / აშშ

სს ეპ ჯორჯია მიწოდება

ენერგეტიკა

ჩეხეთი

შპს ხედი

განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები

რუსეთი

შპს სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს – საქართველოს ფილიალი

ტრანსპორტი და დასაწყობება

აზერბაიჯანი

წლის პირველ მეოთხედში ქვეყანაში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებში სამი უმსხვილესი სექტორის წილმა 83.6% შეადგინა.

2025 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 70.2 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.1%-ია. მეორე ადგილს იკავებს ინფორმაციისა და კომუნიკაციიის სექტორი – 52.3 მლნ. აშშ დოლარით (29.2%), ხოლო მესამეზე იმყოფება დამმუშავებელი მრეწველობის სექტორი 27.5 მლნ. აშშ დოლარით (15.3%).

2025 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 61.7%-ს შეადგენს.

2025 წლის I კვარტალში პირველ ადგილზეა ჩეხეთი – 43.0 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 23.9%-ს შეადგენს, მეორე ადგილზე აშშ-ია 39.6 მლნ. აშშ დოლარით (22.1%), ხოლო მესამეზე თურქეთი – 28.1 მლნ. აშშ დოლარით (15.7%).

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *