STR Global-ის მონაცემებით, 4 თვეში ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვა 43.1% იყო – GNTA

STR Global-ის მონაცემებით, 4 თვეში ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვა 43.1% იყო – GNTA

იანვარი-აპრილის პერიოდში საქართველოში არსებული ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი გაიზარდა – ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია [GNTA] საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის STR global-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ 2025 წლის 4 თვეში, საქართველოში არსებული ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტმა 43.1% შეადგინა, ზრდა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.7%-ია.

2025 წლის იანვარ-აპრილში, თბილისში არსებული ბრენდირებული სასტუმროების 44.7% იყო დატვირთული, რაც 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 3%-ით მეტია.

„აღსანიშნავია, რომ STR global-ის მონაცემებით, 2025 წლის აპრილში, საქართველოში მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის კუთხით, აპრილში დატვირთვის კოეფიციენტი 55%-ს შეადგენს, რაც 9.3%-ით მეტია 2024 წლის აპრილთან შედარებით.

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში არსებული ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტმა 60.4% შეადგინა, 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით ზრდა 10.8%-ია“, – ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *