
რამდენი მილიარდი დაუზოგა მასკის DOGE-მა ამერიკის ბიუჯეტს
ილონ მასკის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი (DOGE), რომელიც აშშ-ის საბიუჯეტო ხარჯების შემცირებისთვის შეიქმნა, აცხადებს, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ყოველკვირეულად საშუალოდ 10 მლრდ დოლარზე მეტის დაზოგვაში ეხმარება ქვეყანას. “საუბარია უკვე დაახლოებით 200 მლრდ დოლარზე და ეს რიცხვი სწრაფად იზრდება”, – უთხრა ტრამპმა BBC-ის 23 აპრილის ინტერვიუში. DOGE სახელმწიფო უწყებებში თანამშრომელთა რაოდენობის შემცირებაზე, გრანტების და დახმარებების შეკვეცაზეა ორიენტირებული