
“სამშობლოსა და ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის” – ყაველაშვილმა გომელაური გორგასლ
“ოცნების” მიერ პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა სანქცირებული ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. ყაველაშვილმა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ვახტანგ გომელაურს “სამშობლოსა და ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის” საქართველოს სახელმწიფო ჯილდო – ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი დღეს, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გადასცა. „ქართული ოცნების“ მთავრობის შს მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა