
ტრამპმა საქართველოს 10%-იანი ტარიფები დაუწესა
დონალდ ტრამპმა საქართველოს 10%-იანი ტარიფები დაუწესა. კერძოდ, ამერიკის პრეზიდენტმა გუშინ თეთრი სახლიდან გვაცნობა, რომ საბაზო ტარიფების მიღმა 180-ზე მეტ ქვეყანას დამატებით ტარიფებს უწესებს. როგორც თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, ეს ტარიფები საკმაოდ “შეღავათიანი საპასუხო” ზომებია, მიუხედავად ამისა, ისინი არ ემთხვევა იმას, რასაც ქვეყნები უწესებენ აშშ-ს. სიაში საქართველოც მოხვდა 10%-იანი ტარიფით, ამასთან უკრაინაც, სომხეთიც, აზერბაიჯანიც და თურქეთიც