
“FARA-ს არ აინტერესებს ფული, მაგრამ აგენტი შეიძლება ბიზნესიც იყოს” – თედ ჯონასი
ბიზნესიურისტმა თედ ჯონასმა “ანალიტიკას” ეთერში ქართული ოცნების “FARA-ს ანალოგ” “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტზე” ისაუბრა. მისი თქმით, აგენტი შეიძლება ბიზნესიც იყოს, მაგრამ “FARA-ს არ აინტერესებს ფული”. “გასათვალისწინებელია, რომ FARA-ს არ აინტერესებს ფული და იგივე ხდება მის ქართულ თარგმანში. აი, მაგალითად, ავიღოთ ნებისმიერი კომპანია – მაგალითად, “ვისოლი” – თუ “ვისოლი” მიიღებს ინვესტიციას და ფულს უცხოელი ინვესტორისგან, სესხებს