
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, აგროჰაბმა მზის პანელები დაამონტაჟა
საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას და მწვანე მიმართულებით მათ გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, აგროჰაბმა მზის პანელები დაამონტაჟა. პროექტის ჯამური ღირებულება 230,000 დოლარია და ის სრულიად საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციაა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ავჭალაში, აგროჰაბის ცენტრალური წარმოების ტერიტორიაზე, 4,000კვ.მ ფართობზე, 625 kW (DC) სიმძლავრის მზის პანელები დამონტაჟდა. კონტრაქტორ კომპანიას კი საქართველოს