
რუსეთი უკრაინისგან აეროდრომებზე თავდასხმას ადასტურებს და ირწმუნება, რომ “მოიგერია”
რუსეთი ადასტურებს, რომ უკრაინამ მის აეროდრომებზე თავდასხმა განახორციელა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა აეროდრომებზე დარტყმები ხუთ რეგიონში. Telegram-ზე სამინისტრო წერს, რომ უკრაინამ განახორციელა „ტერორისტული თავდასხმა“ მურმანსკის, ირკუტსკის, ივანოვოს, რიაზანისა და ამურის რაიონებში. ის ირწმუნება, რომ ყველა თავდასხმა “მოიგერია”. რუსეთის ვერსიით, დრონების გაშვების შედეგად აეროდრომების სიახლოვეს რამდენიმე საავიაციო ტექნიკას ცეცხლი გაუჩნდა და ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. 1 ივნისს