
თბილისის მერია ორი ავარიული კორპუსის ჩანაცვლებას გამარტივებული გზით 23 მლნ ლარად გეგმავს
თბილისის განვითარების ფონდი ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში ორი საცხოვრებელი შენობის სამშენებლო სამუშაოებს გამარტივებულად ყიდულობს. საუბარია შუამთის ქუჩა N40ა-ში მდებარე 1524 კვ.მ მიწის ნაკვეთზე 11-სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო სამუშაოებსა და ვარკეთილის დასახლების მე-3 მასივის მე-10 კვარტალში, კორპუს N9 -ში მიწის ნაკვეთზე მდებარე ავარიული სახლის ადგილას ახალი შენობა-ნაგებობის სამშენებლო სამუშაოებზე. პირველი პროექტის ღირებულება 12,6 მლნ