
ისრაელი ირანში იარაღის ქარხნებთან მცხოვრებ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ირანში, იარაღის წარმოების ობიექტებთან ახლოს მცხოვრები ირანელებისთვის სასწრაფო ევაკუაციის გაფრთხილება გაავრცელა. „თქვენი უსაფრთხოებისთვის, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დატოვოთ ამ ობიექტების ტერიტორია და არ დაბრუნდეთ შემდგომ შეტყობინებამდე. ამ ტერიტორიების სიახლოვეს ყოფნა საფრთხეს უქმნის თქვენს სიცოცხლეს“, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, ავიჩაი ადრაეს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მისი თქმით, გაფრთხილება ასევე ვრცელდება იმ ობიექტების მახლობლად