
26 მარტს ვენაში ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბეათე მაინლ-რაიზინგერისა და “ოცნების” საგარეო მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც მხარეებმა შეხვედრის მთავარი საკითხები განიხილეს. მაინლ-რაიზინგერმა საჯაროდ აღნიშნა, რომ საუბარი რამდენიმე კრიტიკულ თემასაც შეეხო, მათ შორის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას. ავსტრიელმა მინისტრმა აღნიშნა, რომ როგორც ქვეყანა, ასევე სრულად ევროკავშირი გმობს თბილისსა და რეგიონებში მშვიდობიანი