
აპრილში ავტოტრანსპორტის მიერ გამონაბოლქვის ნორმის გადაჭარბების 290 ფაქტი გამოვლინდა
აპრილში მანქანების გამონაბოლქვის ნორმის გადაჭარბების 290 ფაქტი გამოვლინდა. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი იტყობინება, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 290 ფაქტი 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით გამოავლინეს. ყველაზე მეტი, 119 სამართალდარღვევა გამოვლინდა თბილისში, 73 – ბათუმში, 55 – რუსთავში, 43 კი – ქუთაისში. 290 სამართალდარღვევიდან 244 ფიზიკური პირის მიერაა