
ტრანსპორტირების ტარიფები მცირდება – “კავკასიის ავტოიმპორტის” ახალი ინიციატივა ავტობიზნესის მხ
ტრანსპორტირების ტარიფები მცირდება – “კავკასიის ავტოიმპორტის” ახალი ინიციატივა ავტობიზნესის მხარდასაჭერად ქართული ავტობიზნესის მხარდასაჭერად და სექტორის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად, “კავკასიის ავტოიმპორტი” ავტოდილერებს მორიგ მნიშვნელოვან ინიციატივას სთავაზობს – ამერიკის შეერთებული შტატებიდან ავტომობილების ტრანსპორტირების ტარიფები მცირდება. კერძოდ, ავტომობილებისთვის, რომელთა აუქციონის ფასი (ფასნამატით) $0-დან $3,000-ის ფარგლებშია, ტრანსპორტირების ღირებულება $200-ით, ხოლო $3,001-დან $7,000-მდე ღირებულების ავტომობილებზე კი – $150-ით მცირდება.