
რეფორმიდან 7 წლის მერე, ტექინსპექტირების საფასური გამოწვევებს ვეღარ პასუხობს – ასოციაცია
ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია ტექდათვალიერების რეფორმის შეფასებაზე ანგარიშს აქვეყნებს. უკვე შვიდი წელი გავიდა, რაც მთავრობამ ეს რეფორმა დაიწყო. ასოციაცია ინსპექტირების ცენტრების წინაშე არსებულ ერთ-ერთ გამოწვევად ფასს ასახელებს. კერძოდ, ანგარიშში ნათქვამია, რომ რეფორმის დაწყებიდან დღემდე არსებული ინსპექტირების საფასური (მსუბუქ ავტომობილზე 60 ლარი, ხოლო სატვირთოზე 100 ლარი) ვეღარ პასუხობს გამოწვევებს. საყოველთაო ინსპექტირების ვალდებულების შემოღებიდან შვიდი წელი გავიდა