
სადაზღვევო სექტორი წლიდან წლამდე იზრდება. ბოლო 5 წელში სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდული პრემიის პორტფელი თითქმის გაორმაგდა, სადაზღვევო საქმიანობიდან მოზიდულმა პრემიამ 2023 წელს პირველად გადააჭარბა მილიარდს, ხოლო გასული წლის მონაცემებით სექტორი კიდევ 18%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ 259 მლნ ლარი შეადგინა. ავტომფლობელთა მესამე პირის სავალდებულო დაზღვევას კერძო მზღვეველები ერთ-ერთ იმ მიმართულებად განიხილავენ, რამაც ბაზრის ზრდა მნიშვნელოვნად