
ქვისცვენის გამო, კალა-უშგულის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია. მიზეზი ქვისცვენაა. “ქვისცვენის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია- ლასდილის საავტომობილო გზის კმ182-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”,- აცხადებენ უწყებაში.