
მიანმარის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1000-ს აღემატება
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში პარასკევს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1000-ს აღემატება. უცხოური მედიის ცნობით, სტიქიის ზონაში ძებნა-შველის სამუშაოებში დასახმარებლად უცხოური დახმარებაც ჩაერთო. ბოლო ინფორმაციით, მიანმარში, რომელიც 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი იყო, 1002 ადამიანი დაიღუპა. სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა სამშენებლო კონსტრუქციის ჩამონგრევას მეზობელ ტაილანდში, 49-ს კი ამ დრომდე ეძებენ ნანგრევებში. აშშ-ის გეოლოგიური კვლევის ცენტრის პროგნოზით, მიანმარში