
A.K. Group-ის აგენტები თაღლითობას აგრძელებენ — “სკამერების” დაბრუნება
თვე-ნახევრის წინ ქოლ-ცენტრის ქართული “იმპერია” რომ გამოვააშკარავეთ, ალბათ, გეგონათ, რომ ეს მათ თაღლითობას წერტილს დაუსვამდა. თუმცა, სხვაგვარად მოხდა. ჟურნალისტური გამოძიების ამ გაგრძელებით გიყვებით: რამდენმა აგენტმა გააგრძელა თაღლითობა; ვინ არის A.K. Group-ის ფინანსური მენეჯერი, რომელიც “Ashley Moriarty”-ის სახელსაა ამოფარებული; რომელ პროგრამას იყენებს A.K. Group-ი მსხვერპლებთან დასარეკად; რა უჯდება ქართულ ქოლ-ცენტრს თაღლითური ონლაინ ზარები? პროცესები ასე განვითარდა: