
“ოცნების” ხელისუფლება დამოუკიდებლობის დაცვას წარმატებით ართმევს თავს – ალექსანდრე წულაძე
“ოცნების” მთავრობის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ალექსანდრე წულაძე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მოქალაქეებს ულოცავს. მისი განცხადებით, ეს დღე ქვეყნის უმთავრესი ეროვნული დღესასწაულია და ქართული საზოგადოების ერთიანობის სიმბოლოა. „ვულოცავ სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს — ქვეყნის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს, დღეს, რომელსაც საქართველოს ყველა მოქალაქე ზეიმობს“, — განაცხადა წულაძემ. მისი თქმით, თავისუფლება და დამოუკიდებლობა ის ღირებულებებია, რომლებზეც თანამედროვე