
უშბაზე ექსპედიციის დროს ალპინისტი და სამთო გიდი ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა
უშბაზე ექსპედიციის დროს 28 წლის ალპინისტი და სამთო გიდი ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია ალპინისტის ოჯახის ახლობლებმა გაავრცელეს. “დიდი მწუხარება დაგვატყდა თავს, დღეს შევიტყვეთ უშბაზე ექსპედიციის დროს ნიკოლოზ ფალიანის ტრაგიკული დაღუპვის შესახებ. ნიკოლოზ ფალიანი იყო გამორჩეული ალპინისტი და სამთო გიდი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტურიზმის განვითარებაში. მისი გარდაცვალება დიდი დანაკარგია როგორც მისი ოჯახის, მეგობრებისა