
ამერიკელთა 46% ცხოვრობს დასახლებებში, სადაც ჰაერის დაბინძურება კრიტიკულ ნიშნულზეა
ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეთა 46% – 156 მილიონი ადამიანი – ისეთ რეგიონებში ცხოვრობენ, სადაც ჰაერის ხარისხი არაჯანსაღ ნიშნულზეა და ყველაზე დაბალ შეფასებას იმსახურებს – ამის შესახებ “ფილტვების ამერიკული ასოციაციის” ანგარიშშია საუბარი. ასოციაციის რიგით 26-ე ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში ჰაერის ხარისხი უარესდება. გასული წლის მონაცემებთან შედარებით, იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ჰაერის დაბინძურების მაღალი დონით გამორჩეულ დასახლებებში