
რა გავლენა ექნება მოსალოდნელზე ძლიერ ჩინურ ტარიფებს ამერიკის ეკონომიკაზე?
ორ აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალი, მრავლისმომცველი ტარიფები გამოაცხადა თითქმის ყველა ქვეყნის პროდუქციაზე. სატარიფო პოლიტიკა შეეხო ჩინეთსაც, რომლის მიმართაც ამერიკამ ჯამში 54%-იანი საიმპორტო გადასახადი აამოქმედა. საპასუხოდ ჩინეთმა ამერიკულ პროდუქციას 34%-იანი ტარიფები დაუწესა. Reuters-მა იმ ინდუსტრიების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელთაც ჩინური ტარიფები ყველაზე მეტად დააზიანებს. ამ სექტორებს შორის მოხვდა ავიაცია, კერძოდ Boeing-ი, რომელსაც გამოცემის შეფასებით, ტარიფები