
რომელ ქვეყნებში აქვთ მასწავლებლებს ყველაზე მაღალი ანაზღაურება?
კვალიფიციური კადრების დეფიციტის, ტექნოლოგიური განვითარებისა და სოციალური მობილობის ცვლილების ფონზე, მასწავლებელთა ანაზღაურება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია იმის საჩვენებლად, თუ რამდენად აფასებს საზოგადოება განათლებას. მასწავლებლის მაღალი ხელფასი არა მხოლოდ პროფესიონალი კადრების მოზიდვასა და შენარჩუნებას უწყობს ხელს, არამედ თვალსაჩინოდ აჩვენებს საჯარო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და ადამიანურ კაპიტალში ინვესტირების მასშტაბებსაც. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, OECD ყოველწლიურ ანგარიშს აწარმოებს, თუ