ანალენა ბერბოკი გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს

ანალენა ბერბოკი გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს

გაეროს გენერალური ასამბლეის ახალ პრეზიდენტად ანალენა ბერბოკი აირჩიეს. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. ფარული კენჭისყრის შედეგად, გერმანიის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს ხმა 167-მა სახელმწიფომ მისცა. ანალენა ბერბოკი გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის პრეზიდენტის თანამდებობას ოფიციალურად 9 სექტემბერს დაიკავებს. გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გაერო-ს გენერალურ ასამბლეას ერთი წლით უხელმძღვანელებს.

Read More