
მეფუტკრეებს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლები შეხვდნენ
მეფუტკრეებს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლები შეხვდნენ. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტრო იტყობინება, ქალაქ ზუგდიდის სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის ცენტრ „აგროსახლში” გამართულ შეხვედრაზე მეფუტკრეობაში არსებულ გამოწვევებზე და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე ანა გულბანმა და სურსათის კვლევის დეპარტამენტის უფროსმა მარინა ღვინჯილიამ ფერმერებს ინფორმაცია მიაწოდეს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის შესაძლებლობებისა და კვლევის მეთოდებზე. შეხვედრის