
ბაჩიაშვილს დაკავების დროს თმის ღერი არ ჩამოვარდნია – ანრი ოხანაშვილი
“გიორგი ბაჩიაშვილი დაკავებიდან მოყოლებული არაერთ ზღაპარს ჰყვება და ალბათ, გააგრძელებს ამ ზღაპრების მოყოლას”, – ამის შესახებ სუს-ის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი უფროსის გიორგი ბაჩიაშვილის შესახებ საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. ოხანაშვილის თქმით, შესაბამისი განცხადება, რაც საჭიროდ ჩათვალა მისმა უწყებამ უკვე გაავრცელა. მისი თქმით, ბაჩიაშვილი არის კრიმინალი და დამსახურებულად არის განთავსებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში .