
ევროკავშირმა რამდენიმე ავტომწარმოებელი $495 მილიონით დააჯარიმა – მიზეზი კარტელია
ევროკავშირის ანტიმონოპოლიურმა მარეგულირებელმა Volkswagen-ი, Stellantis-ი და სხვა, ჯამში 15 ავტომწარმოებელი და მათი ქვედანაყოფები $495 მილიონით დააჯარიმა. მიზეზი კომპანიების მიერ ავტომობილების რეციკლირების კარტელში მონაწილეობაა. ევროკომისიის ინფორმაციით, კარტელი 2002 წლის მაისიდან 2017 წლის სექტემბრამდე ფუნქციონირებდა და ავტომწარმოებელთა ასოციაცია ACEA წევრ კომპანიებს შორის კონტაქტს უზრუნველყოფდა. კომპანიების რეიდი ევროკომისიამ სამი წლის წინ ჩაატარა. კარტელი პროდუქციის მიმწოდებლების გაერთიანებაა, ბაზარზე კონკურენციის