
“არაფორმალური განათლებისთვის ყველაზე დიდი პრობლემა დაფინანსების სიმწირე და ფართო საზოგადოებისთვის ხარისხიან არაფორმალურ განათლებაზე შეზღუდული ხელმისაწვდომობაა” – ამის შესახებ “ანალიტიკას” ეთერში უნარების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, თამარ ქიტიაშვილი საუბრობს. არაფორმალური განათლების გამოწვევებზე საუბრისას ქიტიაშვილმა აღნიშნა, რომ არაფორმალური განათლების ხარისხიანი კურსები დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რაც ბევრისთვის ფუფუნებაა. “თუ ხარისხიანია განათლება, ეს იმას ნიშნავს, რომ იქ ჩართულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტი