
ჩინეთი და რუსეთი მთვარეზე ატომური ელექტროსადგურის აშენებას გეგმავენ – Reuters
“ჩინეთი მთვარეზე ატომური ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს, რათა ელექტროენერგიით მოამარაგოს მთვარის კვლევის საერთაშორისო ცენტრი, რომლის გახსნასაც ჩინეთის კოსმოსის ეროვნული ადმინისტრაცია რუსულ Roscosmos-თან ერთად აპირებს”, – ამის შესახებ Reuters უფლებამოსილ პირზე დაყრდნობით იტყობინება. ჩინეთის მიზანია, მსოფლიოს უმსხვილესი კოსმოსური მოთამაშე გახდეს და ასტრონავტები მთვარეზე 2030 წლისთვის გაგზავნოს. ჩინეთის მიერ 2028 წლისთვის დაგეგმილი კოსმოსური მისია Chang’e-8 მთვარეზე მუდმივი, პილოტირებული