
აქტივისტები და ჟურნალისტები, ვინც Facebook პოსტების გამო დააჯარიმეს – სია
სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტების გამო, „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებმა შსს-ში საჩივრები შეიტანეს, რომლებიც მიმართულია სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ. სტატუსების გამო მათ 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ჯარიმა ან 45 დღემდე პატიმრობა ემუქრებათ. სასამართლოში 20-მდე ადამიანი დაიბარეს, თუმცა 12 მაისს ჩანიშნული პროცესების უმეტესობა გადაიდო. გუშინ, პოსტების გამო, შალვა პაპუაშვილის შეურაცხყოფის მოტივით, ჟურნალისტი მიშა მშვილდაძე 4 000