
როგორ ეხმიანებიან აშშ-ის ირანზე თავდასხმას რეგიონის და ევროპის ქვეყნები?
ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის მიერ განხორციელებულმა იერიშმა მკვეთრი საერთაშორისო რეაქციები გამოიწვია. ვაშინგტონის ქმედებებს ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად აფასებენ ირანის რეგიონის ქვეყნები, მაშინ როდესაც ევროპის ლიდერები სტაბილურობასა და დიპლომატიურ გადაწყვეტაზე აკეთებენ აქცენტს. რეგიონის ქვეყნები ომანი – საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის იერიში „აგრესიის უკანონო აქტად“ შეაფასა და განაცხადა, რომ ეს ქმედება არღვევს საერთაშორისო სამართალსა და გაეროს წესდებას. უწყების განცხადებით