
ჰარვარდი ტრამპის ადმინისტრაციას უჩივის – რა ხდება?
ჰარვარდის უნივერსიტეტმა ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა – საქმე ეხება უნივერსიტეტისთვის მილიარდობით დოლარის ოდენობის ფედერალური დაფინანსების გაყინვას, რაც, ჰარვარდის ადმინისტრაციის მტკიცებით, უკანონობაა. საქმე ისაა, რომ ჰარვარდმა, რომელიც მსოფლიოს უმდიდრესი უნივერსიტეტია, გასულ კვირას ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნების შესრულებაზე უარი განაცხადა. მაშინ ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ მიზანი სასწავლებელში კულტურული მრავალფეროვნების აქტივობების გაუქმება და ანტისემიტიზმთან ბრძოლა იყო. უარის საპასუხოდ